ვებ ლაბორატორია

ვებტექნოლოგიების ლაბორატორია სი ბი ემ ჯი

თქვენი ციფრული განვითარების საიმედო პარტნიორი

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ შესახებ

ვებტექნოლოგიების ლაბორატორია კომპანია სი ბი ემ ჯი - ს ეკოსისტემაში ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის მორგებული, ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული ციფრული გადაწყვეტების შექმნას — ვებსაიტებიდან აპლიკაციებსა და პროგრამულ სისტემებამდე.

ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ დეველოპერებს, დიზაინერებსა და ციფრულ სტრატეგებს, რომლებიც ტექნოლოგიურ ცოდნას რეალურ ბიზნეს მოთხოვნებზე მორგებულ გადაწყვეტილებებად აქცევენ. ჩვენ ვქმნით ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც მუშაობენ.

ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ვებსაიტებს — ჩვენ ვავითარებთ სრულფასოვან ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც აუმჯობესებენ ბიზნესის პროცესებს, ზრდიან ხილვადობას და ქმნიან კომერციულ წარმატებას.

რას ვაკეთებთ რაში დაგეხმარებით?

ჩვენთან იქმნება:

ვებსაიტები და ვებპლატფორმები — ნებისმიერი სირთულის ფუნქციონალით

ვებდიზაინი და ანიმაციური ბანერები

მობილური და ვებ აპლიკაციები

ვიდეო კონტენტი და პრეზენტაციები

კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული პროგრამები და სისტემები

ვებ ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა

ბრენდინგი: ლოგო, ვიზუალური სტილი, გრაფიკული ელემენტები

SEO ოპტიმიზაცია და ციფრული რეკლამა

რატომ სი ბი ემ ჯი -ს ვებ ლაბორატორია?

ჩვენ მხოლოდ ტექნოლოგიებს არ ვქმნით — ბიზნესს ვაფუძნებთ სწორად აწყობილ ციფრულ სისტემებზე.

1

მიზანმიმართული ტექნოლოგია

ჩვენ არ ვიყენებთ ზედმეტ ფუნქციებს — მხოლოდ ის რაც საჭიროა და რაც შედეგს მოიტანს.

2

ბიზნესზე მორგებული დეველოპმენტი

ვქმნით სისტემებსა და პროგრამებს კონკრეტული ბიზნესისთვის, კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად.

3

შიდა რესურსებით – გარანტირებული კონტროლი

ყველა პროექტი სრულდება ჩვენი შიდა გუნდით — გარედან არავინ „არ ეხება“. ეს ნიშნავს ხარისხს, დაცულობას და პასუხისმგებლობას.

4

თანმიმდევრული მიდგომა: იდეიდან განვითარებამდე და შემდგომში

ვმუშაობთ არამხოლოდ პროექტის შექმნაზე, არამედ მის განვითარებაზე, მართვასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე.

5

ციფრული ავტომატიზაცია ბიზნესის ზრდისთვის

ჩვენთან შექმნილი სისტემები დაგეხმარებათ დროის, ადამიანური რესურსების და ხარჯების დაზოგვაში.

6

ჩაღრმავება, არა ზედაპირული შესრულება

სანამ რაიმეს დავიწყებთ — ვიკვლევთ ბიზნესს, ვსვამთ კითხვებს და ვაშენებთ სწორ საფუძველზე.

სი ბი ემ ჯი – ს ვებ ლაბორატორია არ შემოიფარგლება მხოლოდ შექმნით.
ჩვენ თქვენი ტექნოლოგიური პარტნიორები ვართ — პროექტის ყველა ეტაპზე:
დაგეგმვა → შესრულება → მხარდაჭერა → განვითარება.

აღმოაჩინეთ მეტი შესაძლებლობა

ბევრი ბიზნესი არც კი ეჭვობს, რამდენი ციფრული რესურსი და ინსტრუმენტი შეიძლება გამოიყენოს წარმატებისთვის.
ჩვენ დაგეხმარებით დაინახოთ პერსპექტივა, გაამარტივოთ პროცესი და შექმნათ გარემო, სადაც ტექნოლოგია თქვენს სასარგებლოდ მუშაობს.
სწორად შექმნილი ვებსაიტი, სტრატეგიული რეკლამა და გამართული ციფრული სისტემა — ეს ის საფუძველია, რაც დიდ ბიზნესებს ქმნის.
მოგვანდეთ თქვენი ციფრული სივრცე და მიჰყევით ტექნოლოგიურ განვითარებას უსაფრთხოდ, სტაბილურად და პროფესიონალურად.

მზად ხართ გააციფრულოთ თქვენი ბიზნესი?